თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
საწოლის ტკიპა ყველაზე საშიში რამაა, რაც შეიძლება თქვენს საწოლში დასახლდეს. ამ პატარა მწერებმა შეიძლება, ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენონ. თუმცა, არსებობს შინაური საშუალება, რითაც შეგიძლიათ ეს მავნებლები მოიცილოთ.
მრავალი მწერის მსგავსად, ტკიპები ძლიერად რეაგირებენ გარკვეულ სუნზე. უსიამოვნო არომატი მათ აიძულებთ დატოვონ თავიანთი გავრცელების არეალი. ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ეფექტური შინაური საშუალებები. ქიმიური პროდუქტები ყოველთვის ეფექტური არ არის და არც უსაფრთხოების გარანტიას გაძლევთ. ამიტომ, უმჯობესია, მოამზადოთ საშუალება წყლით, სპრეის ბოთლით და ერთ-ერთი რომელიმე ეთერზეთით - ლიმონის, მიხაკის, პიტნის, ევკალიპტის, ლავანდის, ან კურკუმას სურნელები საუკეთესოდ მოქმედებს.
ჩაასხით წყალი სპრეის ბოთლში და დაამატეთ რამდენიმე წვეთი შესაბამისი ეთერზეთი. შემდეგ შეასხურეთ საწოლის, ან სხვა ავეჯის ზედაპირზე.