ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ საჯარო სკოლების, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გეგმიური შემოწმება დაიწყო.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საკლასო ოთახებში სპეციალური აპარატით ხორციელდება განათების კოეფიციენტის დადგენა. აგრეთვე სანიტარული კვანძების ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმება.

მონიტორინგის ფარგლებში ასევე ხორციელდება, კვების ბლოკში, სპორტ-დარბაზებსა და გასახდელებში სანიტარული შემოწმება.

ლაბორატორიული კვლევის მეთოდების გამოყენებით, სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობაზე, მთელი წლის განმავლობაში 27-ვე საჯარო სკოლა შემოწმდება.

მონიტორინგს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ლაბორტელორიულ კვლევით ცენტრთან ერთად ახორციელებს.