ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში - დეტალები
1789500836
ზამთარში გარეცხილი ტანსაცმელი შეიძლება რამდენიმე დღის განმავლობაში არ გაშრეს, ამ პროცესის დაჩქარებაში სარეცხის გაფენის იაპონური მეთოდი დაგეხმარებათ, რაც საშრობზე ტანსაცმლის განსაზღვრულ განლაგებას გულისხმობს. წერს mindmegette.hu.
ზამთარში გარეცხილი ტანსაცმელი შეიძლება მთელი დღე ან უფრო დიდხანსაც დარჩეს ნესტიანი. განსაკუთრებით ნელა შრება სქელი სვიტერები, ჯინსები და პირსახოცები. გარდა ამისა, თუ სარეცხს ბინაში აშრობთ ჰაერის ტენიანობა იზრდება.
პროცესის დაჩქარება საშრობი მანქანის გარეშეც შესაძლებელია - ტანსაცმლის გაფენის იაპონური მეთოდით. მთავარი პრინციპი ის არის, რომ ტანსაცმელი ზომის მიხედვით გაიფინოს: გრძელი ნივთები საშრობის კიდეებში განთავსდეს, ხოლო მოკლე — შუაში. ასე სარეცხი თავისებურ რკალს ქმნის. სწორედ ამიტომ უწოდებენ ამ მეთოდს „რკალურ შრობას“.
კიდეებში უნდა განთავსდეს შარვლებით, გრძელსახელოებიანი ზედა ტანსაცმელი და დიდი პირსახოცები, ხოლო შუაში — მაისურები, წინდები და თეთრეული. ასეთი განლაგების წყალობით, ნივთები ნაკლებად ფარავს ერთმანეთს, ჰაერი კი მათ შორის უფრო თავისუფლად ცირკულირებს. ამისთვის სპეციალური მოწყობილობები არ არის საჭირო - ჩვეულებრივი საშრობიც სრულიად საკმარისია.