პარიზის პოლიციის პრეფექტურამ ძალადობისა და ძარცვის ჩამდენი პირების სწრაფად გამოსავლენად სპეციალური პლატფორმა შექმნა

პარიზი

პარიზის პოლიციის პრეფექტურამ ძალადობისა და ძარცვის ჩამდენი პირების სწრაფად გამოსავლენად სპეციალური პლატფორმა შექმნა. ამის შესახებ პრეფექტურამ სოციალურ  ქსელში განაცხადა.

უწყების ინფორმაციით, პრეფექტმა გადაწყვიტა, შეიქმნას „სპეციალური პლატფორმა“, რომლის მეშვეობითაც, მოქალაქეებს შეეძლებათ, გაუზიარონ პოლიციას 17 ოქტომბრის და მომდევნო დღეებში აქციაზე მომხდარი ძარცვის ვიდეოკადრები.

პრეფექტურა მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დაკარგონ დრო  და ყველა ვიდეო თუ ფოტო პოლიციას გადასცენ, რათა ძალადობის ჩამდენთა გამოვლენა და დაკავება უფრო სწრაფად მოხდეს.

✕