„მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს...“ - საგანგებო გაფრთხილება მშობლებს ასტროლოგისგან

ასტოლოგიასტროლოგი

ასტროლოგი, ქეთი ვაწაძე წერს, რომ ამ პერიოდში განსაკუთრებულად უნდა გავუფრთხილდეთ ბავშვებს, სანამ ლილიტი ლომის ზოდიაქოს ნიშანს არ დატოვებს:

„ჩემო მეგობრებო, ადრეც დავწერე ეს გაფრთხილება და ახლაც მინდა შეგახსენოთ, –  მაქსიმალური ყურადღება ბავშვებს! მუდმივი მეთვალყურეობა… სულ თვალთახედვის არეში უნდა გყავდეთ, მით უფრო უახლოესი თვეების განმავლობაში, სანამ ლილიტი ლომს არ დატოვებს (ლომი, ამ შემთხვევაში ბავშვებია).

უბედური შემთხვევებისგან არასდროს ვართ დაცულნი, მაგრამ წელს, ეს ბავშვების თემა ძალიან გააქტიურდა ნეგატიური კუთხით, რასაც ეს ლილიტის ტრანზიტი ლომში უწყობს ხელს. თქვენც ხედავთ ყოველდღიურად რაც ხდება.

თქვენი ახლობლებიც გააფრთხილეთ... ეს არ არის პანიკის საფუძველი, თუმცა ყურადღება ყველას გვმართებს.

ბედნიერ, მზიან დღეებს გისურვებთ…“,- წერს ასტროლოგი. 

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მიიღეთ რჩევად ანგელოზებისგან, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული…“ - გეგუთში დაღუპული გოგოების უცნობი კადრები

„ჯერ ისევ ეტყობა მისი ნაფეხურები სკოლის დერეფნებს, თურმე, სამუდამოდ უნდა გაფრენილიყო...“ - ტრაგიკულად დაღუპულ თორნიკეს ემშვიდობებიან

რას წერდა რამდენიმე თვის წინ მარიკუნა მიქატაძე ტრაგიკულად დაღუპულ დედაზე