პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
6 აპრილს ვარდისფერი სავსე მთვარეა. ამ მოვლენას ასტროლოგები გამოღვიძების მთვარესაც უწოდებენ, რადგანაც მათი თქმით, აღნიშნული პერიოდიდან აღორძინების, განახლების ეტაპი იწყება.
რა უნდა გააკეთოთ 2023 წლის 6 აპრილის სავსე მთვარის დროს?
იფიქრეთ თქვენს მიზნებზე. ეს დღე საკუთარი თავის გარდაქმნის, ახალი მიზნების დასახვისა და მოტივაციის პოვნისთვის იდეალურია.
საბოლოოდ გათავისუფლდით წარსულში დატოვებული ურთიერთობებისგან და თქვენი ცხოვრების ახალი ფურცელი დაიწყეთ. გათავისუფლდით სტერეოტიპებისა და ძველი, მავნე ჩვევებისგან. რა თქმა უნდა, 1 დღეში ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ თუკი ამ დღეს კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, მომავალში დიდ წარმატებას მიაღწევთ და საკუთარ თავთან მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრებას შეძლებთ.
გამოხატეთ მადლიერება სამყაროს, ადამიანების მიმართ და ნახავთ, რომ კეთილგანწყობილი ენერგია უკან ორმაგად დაგიბრუნდებათ.
გაატარეთ დრო ბუნებაში, იყავით მშვიდად, აიღეთ თქვენი წიგნაკი, რვეული, ჩამოწერეთ საკუთარი ფიქრებისა თუ იდეების შესახებ და დროდადრო ამ ჩანაწერებს გადახედეთ. ისინი რთულ დროს დაგეხმარებიან და გარკვეულ ბიძგს მოგცემენ, რომ წინსვლა განაგრძოთ.
ასევე, არსებობს გარკვეული რიტუალები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:
დაწერეთ თქვენი სურვილი ფურცელზე. თუმცა, აწმყო დროში, თითქოს უკვე გაქვთ, ის, რაც გინდათ. შემდეგ ფურცელი სავსე მთვარის შუქს აჩვენეთ, დაკეცეთ და ბალიშის ქვეშ დაიდეთ.
როგორც აღვნიშნეთ, არ დაგავიწყდეთ მადლიერების გამოხატვა. იყავით გულწრფელი და ფურცელზე ჩამოწერეთ ყველა იმ ადამიანის სახელი, რომლებზეც ფიქრობთ, რომ თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებით დაგეხმარნენ და დიდი სიკეთე გაგიკეთეს. როცა სავსე მთვარეს დაინახავთ, ხმამაღლა წაიკითხეთ მათი სახელები. სამყარო თქვენს კეთილგანწყობას აუცილებლად დააფასებს და უკან ბევრად უფრო მეტ წარმატებას დაგიბრუნებთ.