თბილისში, ნაქირავებ ბინაში 23 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
1775076071
ვისურვებდი, რომ ვიოლა ფონ კრამონს მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა განაცხადა.
„შეუფერებელია ევროპარლამენტარისა და თუნდაც ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, რომ ადამიანს ჩვენი ქვეყნისთვის სურდეს კარგი და აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს, ვისურვებდი, რომ მას მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე ავროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი იმყოფებოდა.