დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
6 აპრილის სავსემთვარეობის გავლენის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური ინფორმაციას ავრცელებს.
„ხვალ, 6 აპრილს, თბილისის დროით 8:35 საათზე სავსემთვარეობა იქნება. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს მზე-მთვარის დაპირისპირებაა, რომელიც სიმბოლურად მიანიშნებს ცნობიერისა და ქვეცნობიერის კონფლიქტზე. ადამიანებში იწყება ენერგიის მატება, თუმცა ასევე ძლიერდება შფოთვა, უსიამოვნო განცდა და კონფლიქტების ალბათობა.
ეს სავსემთვარეობა ზემოთ აღწერილ ტენდენციებს კიდევ უფრო გააძლიერებს, რადგან ამ სავსემთვარეობის ღერძი ვერძი-სასწორს შორის მდებარეობს. ეს მიანიშნებს ერთი მხრივ ენერგიულობაზე, ინიციატივიანობაზე, იმპულსურობაზე, აჩქარებულობაზე და მეორე მხრივ კი მერყეობაზე, ყოყმანზე და გადაწყვეტილების მიღების გაძნელებაზე.
აქედან გამომდინარე, სასურველია, რომ ადამიანმა გადაწყვეტილება მიიღოს შინაგანი ჰარმონიის მიღწევის ან თუნდაც ახლობელი ადამიანებთან შეთანხმების შემდეგ.
გარდა ამისა, მზე-იუპიტერის შეერთება მიანიშნებს, რომ მოსალოდნელია გაჩნდეს საქმეების ერთბაშად მოგვარების სურვილი, რაც გარკვეულწილად შეცდომა იქნება. მიზნისკენ სვლა ნელა და მეთოდურად უნდა მოხდეს. ამ დღეს ურთიერთობებში სასურველია კომპრომისებზე წასვლა (ნეგატიურ შედეგებს მოიტანს საქმისადმი ეგოისტური მიდგომა).
ყველას ჰარმონიულ სავსემთვარეობას გისურვებთ!“ - წერს ასტროლოგი.