ფრანგი ქალების სილამაზის საიდუმლო - რითი იკვებებიან და რას ანიჭებენ უპირატესობას

ვანესა

არ არის დადასტურებული, მაგრამ ფაქტია: ფრანგი ქალები მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალები არიან, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ, სუფთად და მშვიდად გამოიყურებოდნენ. ნამდვილი ფრანგი ქალის ასაკის გამოცნობა საკმაოდ რთულია. რა ეხმარება ფრანგ ქალებს 50 წლის ასაკში 30 წლისებს ჰგავდნენ.

კვების საკითხები
ფრანგული სამზარეულო არ არის მხოლოდ საკვების საკმარისად მიღების საშუალება, ეს არის მთელი ხელოვნება – რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო. აქ იშვიათია ცხიმიანი გიგანტური ბურგერები, მაკარონის ან პენქეიქების უზარმაზარი ულუფები ხილით. სამაგიეროდ, ფრანგები ყურადღებას აქცევენ თავიანთი კერძების ხარისხს, გემოსა და გაფორმებას. ისინი ტკბებიან ყოველი ლუკმით, განიცდიან სიამოვნებას, აფასებენ კერძის გარეგნულ სახეს, არომატსა და გემოს.

საფრანგეთში, კერძები, როგორც წესი, მარტივია, ზედმეტი ინგრედიენტების გარეშე, ულუფები კი – ზომიერია. გარდა ამისა, აქ არ არის მიღებული მზა (გაყინული) საკვების ყიდვა. უპირატესობა ენიჭება ახალ და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს. 

ფრანგი ქალები ცდილობენ მოუარონ სხეულს, ამიტომ ურჩევნიათ მცირე ულუფებით ჭამა და გვიანი ვახშმისგან თავის შეკავება. ალბათ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სიბერემდე გამხდრები და ლამაზები არიან.

ნამდვილი ფრანგი ქალი გამოირჩევა ფიზიკური აქტივობის, სპორტის, სეირნობისა და უბრალოდ, დროის აქტიური გატარებისაკენ ლტოლვით. მათ გულწრფელად სჯერათ, რომ სპორტული აქტივობა ხელს უწყობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, კარგ განწყობას და სხეულის მოქნილობას. ესეც მათი სილამაზისა და ქალურობის ერთ-ერთი საიდუმლო.

ფრანგი ქალები უპირატესობას ანიჭებენ ბუნებრივ მასალებს და იცავენ მინიმალიზმს სამოსის არჩევისას. გარდერობის სინთეტიკური ნივთებით გავსებას, ურჩევნიათ, ორი აბრეშუმის ბლუზა და ბამბის შარვალი იქონიონ. ფრანგი ქალების სტილი კლასიკურ და ქალურ ელემენტებს ეფუძნება, რაც მათ მოდურსა და თანამედროვე იერს სძენს.

ფრანგი ქალი თითქოს იცავს ურყევ შეთანხმებას – ზრუნავს არა მარტო გარეგნობაზე, არამედ შინაგან სამყაროზეც. ის ამას აკეთებს ნებისმიერ ასაკსა და ვითარებაში. ადგილობრივი მოდის მიმდევრები და მოყვარულები მიიჩნევენ, რომ 40 წლის შემდეგ ქალისთვის „მეორე ყვავილობის პერიოდია“, რაც იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მოერიდოთ კაშკაშა მაკიაჟს ან ბაიკერის ტყავის ქურთუკს.

საფრანგეთში ერიდებიან გარეგნობის მკვეთრ ცვლილებას, არასაჭირო პლასტიკურ ქირურგიას. ქალები რეგულარულად დადიან სტილისტთან, ვიზაჟისტთან და კოსმეტოლოგთან, მაგრამ თავს არიდებენ უშუალოდ ქირურგიულ პროცედურებს.
ფრანგი ქალები ბუნებრივ სილამაზეს ამჯობინებენ მისი ყველა გამოვლინებით, ამასთანავე, არ ივიწყებენ შინაგან სიმშვიდესა და თავიანთი თავის სიყვარულს.

წყარო: