დააკავეს დედა, რომელმაც 6 წლის შვილი არხში ჩააგდო - ბავშვი ნიანგების მიერ ნახევრად შეჭმული იყო (უცხოეთი)

აშშ- პოლიცია

ინდოეთში დააკავეს წყვილი, რომელმაც 6 წლის ბავშვი არხში ჩააგდო. 

როგორც უცხოური მედია წერს, 6 წლის ბიჭს სმენისა და მეტყველების პრობლემები ჰქონდა. როდესაც ცხედარი აღმოაჩინეს, ის ნიანგის მიერ ნახევრად შეჭმული იყო.

გამოცემის ცნობით, შაბათს წყვილმა იჩხუბა, რადგან მამაკაცი ცოლს ადანაშაულებდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის გაჩენაში. დედამ კი შვილი არხში ჩააგდო, რომელიც ცნობილი იყო ნიანგების სიმრავლით.

მას შემდეგ, რაც მეზობლებმა ამბავი პოლიციას შეატყობინეს, მშობლების სახლში ხანმოკლე ჩხრეკა ჩატარდა. 

ძებნა განახლდა კვირა დილით, როდესაც პოლიციამ იპოვა ვინოდის ცხედარი რამდენიმე ნაკბენის კვალით და დაკარგული ხელით.

„ჩემი ქმარია პასუხისმგებელი. ის სულ ამბობდა, რომ ბავშვი უნდა მომკვდარიყო", - განუცხადა სავიტრიმ ჟურნალისტებს.