მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207
რეცეპტი იმ დიასახლისებისთვის, ვისაც ტრადიციული გოზინაყი უყვარს.
საჭირო პროდუქტი:
ნიგოზი 500 გრ
თაფლი 250 გრ
შაქრის პუდრა2 ს/კ
მომზადება:
1. თეთრი, საღი ნიგვზის ლებნები მჭრელი დანით წვრილ, გრძელ ნაჭრებად დაჭერით. ტაფა გაახურეთ, დაჭრილი ნიგოზი დაყარეთ და მოხალეთ (თან ურიეთ). როცა გაგრილდება, ფართო სინზე დაყარეთ და დაბერტყეთ. თან სული უბერეთ, რომ კანი გასცილდეს.
2. თაფლი სქელძირიან, ღრმა ტაფაზე დაასხით და დაბალ ცეცხლზე დაადგით. როგორც კი წამოდუღდება, ცეცხლიდან გადმოდგით და გააგრილეთ.
3. გაგრილებული თაფლი ისევ დაბალ ცეცხლზე დადგით. რომ წამოდუღდება, კოვზით რამდენიმე წვეთი ამოიღეთ და ლამბაქზე დააწვეთეთ. ლამბაქზე შეგრილებული თაფლი თითებს შორის ცომივით თუ აგორდა, მზადაა და უკვე შეგიძლიათ, ნიგოზი ჩაყაროთ (თან ხის კოვზით განუწყვეტლივ ურიეთ).
დაახლოებით, ათი წუთის შემდეგ შაქრის პუდრა დაამატეთ, კიდევ 2-3 წუთი ურიეთ. შემდეგ სველ ფიცარზე გადაიტანეთ. სველი კოვზით გააბრტყელეთ და თბილი დანით დაჭერით.
ასევე ნახეთ:
VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი