დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ეს მარტივი დიეტა დაგეხმარებათ უმოკლეს დროში მიიღოთ სასურველი შედეგი.
ახალი არაფერია, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი გათვლილია სწორი კვების ჩვევის ჩამოყალიბებაზე. ამ რეჟიმზე ნელ-ნელა გადადიხარ და ეჩვევი. ანუ ასე არა, რომ აი დადგა ორშაბათი და დავიწყე რაღაც ახალი და ორგანიზმისათვის უჩვეულო რთული პროცესი. შენი ორგანიზმი “არც უნდა მიხვდეს” რა ტრიალებს მის თავს
თითოეული ეტაპი 1 (ან მაქს. 2 კვირა) გრძელდება
1 ეტაპი – არ ჭამ პურს. დანარჩენს ყველაფერს ჭამ რამდენსაც და რასაც გაგიხარდება, მხოლოდ პურის გარეშე, მომდევნო კვირას დანარჩენ ცომეულსაც ემშვიდობები.
2 ეტაპი – მშვიდობით ტკბილეულო. ისევ ჭამ რასაც და რამდენსაც გაგიხარდება, მაგრამ ტკბილეულის და ცომეულის გარეშე.
3 ეტაპი – ვემშვიდობებით შემწვარს და ცხიმიან საკვებს (ცხოველურ ცხიმებს, მცენარეულს ზომიერი რაოდენობით ჩვეულებრივ ვიღებთ)
4 ეტაპი – რაციონიდან იღებ მავნე პროდუქტებს – ძეხვეული, გაზიანი სასმელი და მისთ.
კვებაში შეზღუდვა ამით ამოიწურება. ჭამ დღეში 3-5-ჯერ, ზომიერად, ისე რომ არ მოგშივდეს და შემდეგ კვებაზე ორმაგი დოზით არ მოგიწიოს დანაკლისის ანაზღაურება.
შემდეგი ეტაპები დროის დარეგულირებაზეა გათვლილი:
5 ეტაპი – არ ჭამ საღამოს 7 საათის მერე
6 ეტაპი – კვირაში ერთხელ ამატებ განმუხტვის დღეებს (18 საათიანი, 24 საათიანი) – ეს ეტაპი აუცილებელი არაა, თავად შეაფასებთ თუ დაგჭირდებათ.
თუ ორგანიზმი წესრიგში გაქვთ და ჯანმრთელობის ან რამე სხვა დარღვევები არ აღინიშნება, ვარჯიშთან ერთად ასეთი სისტემა წონაში დაკლებაში აუცილებლად დაგეხმარებათ.
ფსიქოლოგიურად კი ადვილი გადასალახია, რადგან არაა გათვლილი იმაზე რომ უამრავი რამე არ გეჭმევა და გეჭმევა მხოლოდ რაღაც შეზღუდული რაციონი. პირიქით, გეჭმევა ყველაფერი, გარდა რაღაც კონკრეტულისა და ფაქტობრივად მუდამ დანაყრებული ხარ