1728846029
„ეს დაგეხმარება გამდიდრებაში“ - მილიონერმა 4 გამოუთქმელი წესი გააჟღერა
უოლ სტრიტის ყოფილმა ტრეიდერმა, ვივიან ტუმ, რომელმაც თავისი პირველი მილიონი 27 წლის ასაკში გამოიმუშავა, გააჟღერა 4 არაპოპულარული წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ.
ექსპერტის თქმით, როდესაც მან კარიერა უოლ სტრიტზე დაიწყო, მიხვდა, რომ ულტრა მდიდარი ადამიანები ნაკლებად ზრუნავდნენ დაზოგვაზე და უფრო მეტად იყვნენ ორიენტირებული ინვესტიციებზე და მათი სიმდიდრის გაზრდაზე.
მათ ჩვევებზე დაკვირვებით და სწავლით, ვივიან ტუმ თავისი პირველი მილიონი 27 წლის ასაკში გამოიმუშავა. მან გამოავლინა ოთხი არაპოპულარული წესი, რომლებსაც მდიდარი ადამიანები იცავენ:
არ ინერვიულოთ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენაზე. მდიდარი ადამიანები თავიანთი მსყიდველობითი უნარის უფრო მეტ ინვესტიციას ახდენენ აქტივების შესყიდვაში (რაც მათ ფულს აძლევს დროთა განმავლობაში), ვიდრე ვალდებულებებზე. მათ არ აინტერესებთ რას ფიქრობთ მათზე სხვა ადამიანები.
გქონდეთ სიმრავლის აზროვნება. ბევრ ადამიანს აქვს დეფიციტის აზროვნება – მუდმივი განცდა, რომ „არასოდეს გვექნება საკმარისი ფული, რომ ერთი ნაბიჯით ვართ უბედურებამდე და ყოველი გროში უნდა დავზოგოთ“. მდიდარ ადამიანებს აქვთ სიმრავლის აზროვნება. რადგან მათ იციან, რომ შეუძლიათ იზრუნონ თავიანთ გადასახადებზე, არ ნერვიულობენ. ეს მათ აძლევს თავისუფლებას, გადაწყვიტონ, რისი გაკეთება სურთ საკუთარი თავისთვის და არა სხვებისთვის.
იფიქრე გრძელვადიან პერსპექტივაში. მდიდრებს ესმით, რომ ზოგჯერ ყველაფერს დრო სჭირდება და სიამოვნებით ელოდებიან. ისინი დაგვიანებული დაკმაყოფილების მეფეები და დედოფლები არიან.
გააზიარე და შეცვალე. მდიდარი ხალხი სტრატეგიული და წინდახედული ხალხია და მათ ესმით, რომ როდესაც ისინი ღიად უზიარებენ თავიანთ ცოდნას, სხვა ადამიანები უფრო მზად იქნებიან გაუზიარონ ის, რაც იციან.
ასევე ნახეთ:
თბილისის ამ ქუჩებს წყალი არ მიეწოდება - ნახეთ, აღდგენის გრაფიკი