ეს 8 ნიშანი მიუთითებს, რომ საკუთარ თავს პატივს არ სცემთ

მაგიური დღე

ხშირად, ჩვენი კეთილგანწყობა და თავაზიანობა, გარშემომყოფებისგან ნეგატიურ უკუშედეგს იწვევს. ამიტომაც, ზღვარი თავაზიანობასა და საკუთარი თავის პატივისცემას შორის უპირობოდ უნდა დავიცვათ, რომ სხვებმა არ ისარგებლონ ჩვენი კეთილგანწყობით.

8 ნიშანი იმისა, რომ საკუთარ თავს პატივს არ სცემთ:

ერიდებით სასურველი ნივთის ყიდვას

თუ ფიქრობთ, რომ ქმარს მოეწონება, თუ არ იყიდით იმას, რაც გსურთ, ან გჭირდებათ, ძალიან ცდებით.

აუცილებლად დახარჯეთ ფული და დრო საკუთარ თავზე. თუ ამას არ გააკეთებთ, სხვები იფიქრებენ, რომ ეს ასეა საჭირო.

არ მოგწონთ საკუთარი თავი

სილამაზე ძალიან სუბიექტურია. არ აქვს მნიშვნელობა, გამხდარი ხართ თუ სრული ფორმების, ნაოჭები გაქვთ თუ არა, მთავარია იპოვოთ ისეთი ადამიანი,  ვინც შეგიყვარებთ ისეთს, როგორიც ხართ.

გაკლიათ თავდაჯერებულობა 

ზედმეტმა კრიტიკამ და საკუთარი თავისადმი უკმაყოფილებამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია. ადამიანები, რომლებსაც არ სჯერათ საკუთარი თავის და სხვებისგან რჩევებს იღებენ, ხშირად ხდებიან სხვისი მანიპულაციის მსხვერპლნი.

გიჭირთ „არას“ თქმა

ბევრი ადამიანი ხანდახან რაღაცებს მხოლოდ იმიტომ აკეთებს, რომ არ შეუძლია უარის თქმა, ან ეშინია სხვა ადამიანების თვალში უხეშად და ეგოისტურად გამოჩენის.

სამწუხაროდ, ბევრნი ამ სისუსტეებს მათსავე წინააღმდეგ იყენებენ.

ითმენთ უპატივცემულობას

როდესაც ადამიანებს აკლიათ თავდაჯერებულობა, ვერ იღებენ საკმარის პატივისცემას და ყურადღებას ხელმძღვანელი პირებისგან. ეს ადამიანები ცოტა რამითაც კმაყოფილდებიან და იშვიათად აღწევენ წარმატებას.

მოქმედებთ ​​საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ

ჩვენ ხშირად ბევრ რამეს ვაკეთებთ  მეგობრებისა თუ ნათესავების თხოვნით, თუნდაც ეს ზიანს აყენებდეს ჩვენს ინტერესებს.

სინამდვილეში, ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი არ არის ისეთი აუცილებელი, როგორც შეიძლება ჩანდეს. უფრო მეტიც, ზოგ შემთხვევაში ცუდია ასე მოქცევა. მაგალითად, როდესაც ამას ვაკეთებთ ჩვენი შვილების გამო, მათ ვარიდებთ პასუხისმგებლობას, რაც დათვური სამსახურია.

სხვები სერიოზულად არ აღიქვამენ თქვენ სამუშაოს

ბევრი ადამიანი მაინც ფიქრობს, რომ ისინი, ვინც შტატგარეშე არიან, სინამდვილეში არ მუშაობენ და უსაქმურობის გამო იღებენ ხელფასს. ეს იმიტომ ხდება, რომ რეალურად ვერავინ ხედავს რამდენად დაღლილი ხართ, ან რა საქმით ხართ დაკავებული სამსახურში.

არასოდეს ისვენებთ

საქმე ყოველთვის ბევრია, დრო კი ძალიან ცოტა. ეს ყველა ზრდასრულ ადამიანს აქვს გამოცდილი. ზოგი საქმის კეთებისას დახმარების ითხოვს, ზოგი კი ამას დამოუკიდებლად ახერხებს. ბევრი საქმისგან ისე ვიღლებით, რომ დასვენების დროც ქარის სისწრაფით გარბის. ადამიანების ის კატეგორია კი, რომელიც არასოდეს ისვენებს, საკუთარ თავს პატივს არ სცემს.

წყარო: trend.ge

სხვა ამბები:

VIDEO: „დედა, ჩემი შენს ცხოვრებაში შემოსვლა არ იყო შეცდომა… ყველაფერს გავაკეთებ შენთვის…” – გაშვილებული ტყუპი დის ემოციური მიმართვა მშობელს

„ქალებო, ადამიანური თხოვნა მაქვს, თუ საკუთარი შემოსავალი არ გაქვთ, ნუ დაოჯახდებით და, მით უმეტეს, ბავშვებს ნუ გააჩენთ!“ – რას წერს ერთ-ერთი ფეისბუკგვერდის ადმინისტრატორი

„თქვენი ოცნებები ასრულდება“ - ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება იღბლიანი 2024 წელი