„ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12 და ასეთი პაციენტები არიან უამრავი" - ზაზა თელია საზოგადოებას მიმართავს

ზაზა თელია

ზაზა თელიამ „KOTCAST”-ში ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც აკნეს პროვოცირებას იწვევს.

„არსებობს გარკვეული ტიპის საკითხები, რომლებიც იძლევა აკნეს პროვოცირებას. მაგალითად, პაციენტმა იმკურნალა, წლების განმავლობაში ყველაფერი კარგად ჰქონდა და უცებ მისცა რეციდივი, რომელიც არ ექნებოდა, რომ მაგალითად არ მიეღო ვიტამინები, დანამატები.

ბევრი მათგანი აპროვოცირებს აკნეს, მაგრამ მათ შორის ბომბია B12, მართლა ატომური ბომბია და ასეთი პაციენტები არიან უამრავი, რომელთაც საერთოდ არ ჰქონიათ აკნე და თერაპიული მიზნით მიიღეს B12 და შემდეგ დაეწყოთ აკნე. B12 და ბეტამეტაზონი ერთად თუ ვთქვი, რომ B 12 ატომური ბომბიათქო, ეს არის ასმაგი ატომური ბომბი. B12 ვიტამინს ეს ანოტაციაში არ უწერია“,- ამბობს ზაზა თელია.