რომელი ბეჭედი მოგწონთ ყველაზე მეტად? - ფსიქოლოგიური ტესტი
1760446140
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა ნატოს პარტნიორებს საჯაროდ მიმართა თხოვნით, რომ უკრაინის თავდაცვის საჭიროებებისთვის საჭირო დაფინანსების ნახევარი მოიძიონ.
შმიგალის თქმით, უკრაინას პარტნიორების დახმარება ესაჭიროება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ომის პერიოდში სამხედრო საჭიროებების დასაფარად.
„ჩვენი თავდაცვის ბიუჯეტის საჭიროებებს 2026 წლისთვის 120 მილიარდ დოლარად ვაფასებთ. უკრაინა ამ თანხიდან 60 მილიარდს დაფარავს, დანარჩენის დაფარვას კი პარტნიორებს ვთხოვთ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
შმიგალის თქმით, ამის გაკეთება ყველაზე მარტივი იქნება საერთო გადაწყვეტილებით, მოკავშირეთა თავდაცვითი ბიუჯეტების მცირე ნაწილის უკრაინის თავდაცვითი ძალების საჭიროებებისთვის გამოყოფის შესახებ.
„ყველაზე ეფექტური გზა - ამისთვის მშპ-ის 0.25%-ის გამოყოფაა“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
„თუკი ეს მიუღწეველია ევროპელი და არამარევროპელი პარტნიორებისთვის, მაშინ ერთადერთი გზაა გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხი“, - დასძინა მან.