"არასდროს გააჩეროთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ ცუდი პიროვნება ხართ..." - საინტერესო რჩევები ქოუჩისგან

couple

ქოუჩი ლუკა უძილაურის რჩევები სოციალურ ქსელს უცებ მოედო. ლუკას გვერდზე გადასვლა მამა პეტრე კოლხმაც ურჩია თავის ფეისბუქ მეგობრებს.

ლუკას რჩევები მის გვერდზე უხვად შეგხვდებათ.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

არ დაივიწყო, რომ საკუთარი თავის სიყვარული იწყება სიტყვებით - მე შევძლებ!

გაუმეორეთ ყოველ დილით საკუთარ თავს: მე მშვენიერი ვარ, მე ვუყვარვარ, მე უსაფრთხოდ ვარ, მე თავისუფალი ვარ, მე არ მსურს ვიყო სხვისი მსგავსი, მე უბრალოდ მჭირდება ვიყო ჩემი თავი.

იმხიარულეთ ალკოჰოლის გარეშე, იოცნებეთ ნარკოტიკის გარეშე, იმეგობრეთ ინტერნეტის გარეშე და ინერვიულეთ სიგარეტის გარეშე!

ყველა ცოლი ვალდებულია დააპუროს ქმარი, ვინაიდან ჟენევის კონვენციის თანახმად, ყოველ ტყვეს აქვს უფლება მიიღოს ცხელი საჭმელი.

ბევრი იცეკვეთ, კიდევ უფრო ბევრი იცინეთ. ცხოვრება ხანმოკლეა იმისთვის, რომ ძვირფასი საათები სევდასა და არასწორ ადამიანებზე დახარჯოთ. 

დახურეთ ყველა კარი, საიდანაც სიყვარული არ შემოდის.

შენ ყოველთვის საკმარისი იქნები სწორი ადამიანისთვის.

არასოდეს გააჩეროთ თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც გეტყვით, რომ ცუდი პიროვნება ხართ, ვინც ცდილობს საკუთარი თავის რწმენა ჩაგიკლათ, დაგამცირებთ და თქვენი დამცირებით თავს სრულფასოვან ადამიანად იგრძნობს! მოიშორეთ ასეთი ადამიანები, არავის მისცეთ უფლება ფსიქიკა დაგინგრიოთ! არ მისცეთ უფლება, თქვენი სულის სიმშვიდე გაუგებარ ქაოსში გახვიონ! არავის მისცეთ უფლება სული გატკინონ. მოშორდით დაკომპლექსებულ და მუდამ უჟმურ ხასიათზე მყოფ ინდივიდებს, რომელიც თქვენს სუფთა ენერგეტიკას ეწებებიან და ვამპირებივით გაცლიან სიცოცხლის ხალისს. გიყვარდეთ და პატივი ეცით საკუთარ თავს, გრძნობებს და ცხოვრებას. გახსოვდეთ, ვინც არ გაფასებთ, ის თქვენ არ გიმსახურებთ!

ბედნიერი ადამიანები არავის ტკენენ, არ უხეშობენ, არ ბილწსიტყვაობენ, არ ჭორაობენ, სხვისი ჯიბრით არ ცხოვრობენ. ბედნიერი ადამიანები საკუთარ რეალობაში ცხოვრობენ და მათ ეს ყველაფერი სჭირდებათ.

დაიმახსოვრეთ, ყველაზე ელგანტურად და ლამაზად მაშინ გაცვია, როდესაც თავდაჯერებულობას ატარებ.