განქორწინება გარდაუვალია - მსოფლიო მედია ბეზოსისა და სანჩესის განქორწინებაზე ალაპარაკდა
1774363982
გთავაზობთ 10 წესს, რომელიც დაგეხმარებათ უკეთესად დაიძინოთ და ჩაძინება სწრაფად მოხდეს.
„პირველ რიგში ძილი ძალიან ინდივიდუალური ფენომენია, ზოგს 5, ზოგს 10 საათი ჰყოფნის.
ზოგი ქრონო-ბიოლოგიურად ტოროლაა და ადრე წვება-დგება, ზოგიც ღამურა და გვიან წვება-დგება.
ორივე ვარიანტი ბუნებრივია და პატივი ეცით თქვენს ბიოლოგიურ საათს, შეძლებისდაგვარად.
დაწექით მაშინ, როცა ძილი მოგერევათ, შეძლებისდაგვარად.
თუ ვერ ჩაიძინებთ, არ დარჩეთ იძულებით ლოგინში 30 წუთზე დიდხანს.
ადექით, დაბალ შუქზე რამე გააკეთეთ და მერე ისევ დაწექით.
არ უყუროთ საათს საძინებელში, ეს მხოლოდ დამატებით სტრესს, ანუ სიფხიზლეს იწვევს.
საძინებელის ლოგინი გამოიყენეთ მხოლოდ ძილისთვის (+ სექსი), რომ ამ ლოგინში ჩაწოლა ტვინისთვის ძილის სიგნალი იყოს.
ამ მექანიზმის ფსიქოლოგიაში კლასიკურ კონდიცირებას ვეძახით
საძინებელში არ ცხელოდეს. იდეალური ტემპერატურა 17 გრადუსი +/- 3 გრადუსი. ძილის დროს სხეულის ტემპერატურაც კლებულობს.
მოკლედ, ძილს სიგრილე სჭირდება.
ასევე არის დაკვირვება, რომ ვისაც წინდები აცვია ლოგინში, უკეთესი ძილი აქვს
ძილის წინ ერიდეთ ალკოჰოლს! ალკოჰოლი კი დაგეხმარებათ ჩაძინებაში, მაგრამ ძილი იქნება უხარისხო.
სამაგიეროდ შეგიძლიათ დაიხმაროთ მშვიდი, მონოტონური მუსიკა ან ბუნების ხმები.
ამაღელვებელი საქმიანობა მოითავეთ ძილამდე მინიმუმ 1 საათით ადრე, თორემ ამ პრობლემას ლოგინში გაიყოლებთ. მაგ. სადარდებელი ჩაწერეთ ტელეფონში ან ფურცელზე, რომ ტვინიდან “გამოვიდეს”
არ დაწვეთ სავსე კუჭით, რადგან მონელების პროცესი ააქტიურებს გულ. ჩაძინებას კი რაც შეიძლება დაბალი პულსი სჭირდება.
მასტიმულირებელი მედიკამენტები (კორტიზოლი, ანტიდეპრესანტები) და ნივთიერებები მიიღეთ შეძლებისდაგვარად დღის პირველ ნახევარში, მათ შორის კოფეინიც და ნიკოტინიც!
არ უბრძანოთ თავს ჩაძინება! მშვიდად, ძილის გარეშე წოლასაც თავისი სარგებელი აქვს და ყველა ვარიანტში სჯობს დაძაბულ წრიალს.
ამას NSDR Non Sleep Deep Relaxation ჰქვია და ნიშნავს ღრმა მოდუნებას, რომელიც არ არის ძილი. ასეთი მდგომარეობა ძალიან ეფექტურია რეგენერაციის მხრივ.
ამ წესების გაგრძელდება შეიძლება, მაგრამ "გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის"
შეგიძლიათ ასევე დაიხმაროთ ბუნებრივი დამამშვიდებლები, იდეალურ შემთხვევაში მკურნალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ
ყველაზე ეფექტურები მათ შორის:
- გვირილას ჩაი
- L-Theanine
- Magnesium (Bis)Glycinate
- Glycine
- Ashwaghanda (ფრთხილად, თუ ღვიძლი გაწუხებთ)“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.