5 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ და უნდა შეწყვიტოთ

yava

ადამიანების უმეტესობისთვის ყავა ყველაზე საყვარელი სასმელია და ყოველდღიურობა მის გარეშე წარმოუდგენელია. ყავას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ მისი გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გაჩენის მიზეზი გახდეს.

1. თავი იჩინა უჩვეულო სიმპტომებმა

თუ უსიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ, ნუ იფიქრებთ, რომ ავად ხართ, რადგანაც ეს შეიძლება ორგანიზმში კოფეინის ჭარბ დოზას უკავშირდებოდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კოფეინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მოულოდნელად გულის აჩქარება, მოულოდნელი გაღიზიანება, ხასიათის ცვლილება.

2. თუ კარგად არ გძინავთ

დიდი რაოდენობით ყავის დალევამ შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. თუ კარგად გამოძინება გსურთ, საღამოს ყავის მიღებას თავი უნდა აარიდოთ. თუ უძილობა გაწუხებთ, დაფიქრდით, ხომ არ სვამთ დღის განმავლობაში ბევრ ყავას, ან იქნებ საღამოს. ძილის წინ მიირთმევთ მას.

3. თუ დაღლილობა გაწუხებთ და თავს უენერგიოდ გრძნობთ

შესაძლოა, ყავას ენერგიის მოსაყვანად სვამთ და ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ გადაჭარბებული კოფეინი პირიქით, დროთა განმავლობაში ენერგიას გაცლით. თუ ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ, გადახედეთ ყავის მიღების რუტინას.

4. გტანჯავთ გულძმარვა

ყავა არის მჟავაწარმომქმნელი სასმელი. ამიტომაც, მას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავური გაღიზიანება და გულძმარვა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევს. ამიტომაც, თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ, არ შეგეშინდეთ, შესაძლოა, ყოველივე ყავასთან იყოს კავშირში. უბრალოდ, შეამცირეთ ყავის მიღება 1, ან ორი ფინჯნით.

5. უსიამოვნო შეგრძნება მუცლიდან

მუცლის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა, ყავის ჭარბ მოხმარებას უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას მშიერ კუჭზე სვამთ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „უცბად ჩამომეშალა მის მიმართ რწმენა“ - რა მოხდა ალა პუგაჩოვასა და ნუცა შანშიაშვილს შორის

„იმიტომ გიჟდებით ასე... გმადლობთ, ნახვამდის“ - რას წერს ნინი შერმადინი კვარასა და მის მეუღლეზე

„ამინდი ნამდვილად ყველას გვაბედნიერებს, ისიამოვნეთ...“ - რას წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე