ტრაგედია პოლონეთში - ავარიას ორი ქართველი ემსხვერპლა

ნიკა ნაპოვნიშევი

პოლონეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ქართველი ემიგრანტი ემსხვერპლა.

ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. პოლონური მედიის ცნობით, დაღუპულები 29 და 35 წლის ქართველი კაცები არიან.

ახალგაზრდები ოპელის ტიპის მსუბუქი ავტომობილით გადაადგილდებოდნენ. შეჯახება კი ავტომაგისტრალზე მოხდა, რომელიც იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორივე მათგანი ადგილზე დაიღუპა.

ერთ-ერთი დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ისინი ამჟამად პოლონეთში საქართველოს საკონსულოსთან ერთად, გარდაცვლილების გადმოსვენების პროცედურების მოგვარებას ცდილობენ.