პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„სიცრუის დეტექტორის“ მორიგი სტუმარი ნუცა შანშიაშვილი იყო. წამყვანის, გიორგი გასვიანის კითხვაზე, „რუსეთის პრიმადონა ალა პუგაჩოვა თქვენი კარიერისთვის ხელის შეშლას ცდილობდა“?- რაზედაც ნუცამ უპასუხა, კი.
„ვაღიარებ, ალა უნიკალური მომღერალია, უნიჭიერესია, ჩემთვის იყო კუმირი. გაგიჟდა ისე მოეწონა, ჩემი ნამღერი რომ მოისმინა, მომიყვანეთ ეს გოგოო, თქვა. მითხრა, მოდი ჩემთან სახლში, ჩემი იუბილე მოდის და მინდა, რომ იმღეროო. მე და ჩემმა პროდიუსერმა ბევრი ვიფიქრეთ, რა წამეღო საჩუქრად და პროდიუსერმა მითხრა, არაყი მეჩუქებინა.
ფული შევაგროვეთ და ისე ვიყიდე (მაშინ არ მქონდა ბევრი ფული). მივედი სტუმრად, კარი კირკოროვმა გააღო. დაბნეული შევედი ალასთან და საჩუქარი გადავეცი, მითხრა, ეს არ უნდა მოგეტანა, ეს ჩემთვის არ შეიძლებაო. ბევრი იმსჯელა, რომელი სიმღერა უნდა მოეცა. ბოლოს მითხრა, ჩემი სიმღერებიდან „აისბერგი“ იმღერეო.
ძალიან არ მომეწონა მისი არჩევანი.. წამოვედი, ჩავწერე, ყველას მოეწონა. გადავუგზავნე ალას.
მალევე მე და ბორის მოისეევი გასტროლებზე წავედით. ბორისს ვეუბნები, ალასთან უნდა ვიმღერო – მეთქი. „მეუბნება, შენ იცი, რომ არ იმღერებო“…
მართლაც ჩამოვედი და ალამ მითხრა, რომ მის იუბილეზე არ ვიმღერებდი და ამ სიმღერასაც არ ვიმღერებდი არასდროს.
მთავარია ახლა არ გამახსენდეს ის ემოცია და ტირილი არ დავიწყო. უცბად ჩამომეშალა მის მიმართ რწმენა.
ალა რომ არ ყოფილიყო ჩემ ცხოვრებაში, ვერაფერს მივაღწევდი. მებრძოლი ვარ, ჩემ წინაშე უზარმაზარი რეალური აისბერგი რომ დავინახე, ვიფიქრე, ან სიმღერას თავი უნდა დავანებო, ან მასზე უნდა ავძვრე-მეთქი. აქედან დაიწყო ჩემი რეალური ბრძოლა ჩემი სახელისთვის,“- იხსენებს ნუცა შანშიაშვილი.