1728312638
11 მეთოდი, თუ როგორ მოვიშოროთ ალკოჰოლის და ნაბახუსევის სუნი
თუ გსურთ, ვერავინ გაიგოს, რომ დალიეთ, წაიკითხეთ სტატია.
როგორ მოვიშოროთ ალკოჰოლის სუნი
გაიხეხეთ კბილები
ამისთვის ოპტიმალურია პასტის გამოყენება პიტნის არომატით. ამ გზით თქვენ შეძლებთ სუნის მოცილებას იმ ადგილებიდან, სადაც კბილის ჯაგრისი ვერ აღწევს: ენის უკანა მხრიდან ან სასიდან.
საფუძვლიანად ჩამოიბანეთ პირი და ყელი
ამის გაკეთება ყველაზე ეფექტურია ორ ეტაპად: ჯერ წყლით, შემდეგ პირის ღრუსა და ღრძილების ჰიგიენური ხსნარით გამორეცხვით.
დალიეთ ყავა
ყავა შეიცავს ბევრ არომატულ ზეთს, რომელიც მეტად ფარავს ალკოჰოლის სუნს. ალკოჰოლის სუნის საწინააღმდეგო ეფექტის მაქსიმალურად გასაზრდელად მოამზადეთ იგი შაქრისა და რძის გარეშე და სითხე ცოტა ხანს პირში დაიგუბეთ გადაყლაპვამდე. მაგრამ გახსოვდეთ: ყავა არ დაგეხმარებათ გამოფხიზლებაში!
გამოიყენეთ საღეჭი რეზინი
საღეჭი რეზინის არომატმა შეიძლება ნაწილობრივ გადაფაროს ალკოჰოლის არომატი.
დაღეჭეთ ბუნებრივი არომატები
სამზარეულოში შენახული მწვანილი და სანელებლები შეიცავს სოლიდური რაოდენობით არომატულ ზეთებს, რომლებიც უმკლავდებიან უსიამოვნო სუნს. ამ მხრივ ყველაზე ეფექტურია ოხრახუში, პიტნა და მუსკატის კაკალი. მოხალული მზესუმზირის გულიც საკმაოდ კარგია. ასევე, თუ ძალიან გეზარებათ ყავის მოდუღება, შეგიძლიათ უბრალოდ დაღეჭოთ ყავის მარცვლები... ვრცლად..
ასევე ნახეთ:
2024 წლის იანვრის მაგნიტური ქარიშხლის პროგნოზი - დასახელებულია თვის ყველაზე საშიში დღეები