დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის მიზეზად კომპანია გეგმურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასახელებს.
„9 ნოემბერს, 10:30 საათიდან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში: ყანობი, კობი, ალმასიანი, ზემოოქროყანა, გიმარა და მიმდებარე სოფლებში; 11:50 საათიდან 18:30 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ჩანადირთკარი, საკრამული, მლაშე, ბაგა, საშაბურო, კოჭობა და მიმდებარე სოფლებში;
14:00 საათიდან 15:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ჯიღაურა, ზედაზენი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.