შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობა კოვზის გამოყენებით 1 წუთში

კოვზი

მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დასვას ზუსტი დიაგნოზი, გაწუხებთ რომელიმე დაავადება თუ აბსოლუტურად ჯანმრთელი ხართ. თუმცა არსებობს რამდენიმე ხრიკი, რომლის წყალობით დამოუკიდებლად შეძლებთ გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ჯანმრთელობის პრობლემები.

ცოტამ თუ იცის, რომ სუფრის კოვზით ერთ წუთში შეიძლება რიგი დაავადებების გამოვლენა.

1. აიღეთ სუფრის კოვზი. ენის ზედაპირზე გადაატარეთ, ნადები კარგად გამოფხიკეთ. დარწმუნდით, რომ კოვზი ნერწყვით კარგად დასველებულია.

2. კოვზი გამჭვირვალე პლასტმასის პაკეტში ჩადეთ და პაკეტი კაშკაშა სინათლის წყაროსთან მიიტანეთ: მზის სხივების ქვეშ ან მაგიდის ნათურის ქვეშ.

3. მოიცადეთ 1 წუთი, შემდეგ კოვზი ზოლებისა და უსიამოვნო სუნის არსებობაზე შეამოწმეთ.

სუფთა კოვზი ლაქების ან უსიამოვნო სუნის გარეშე ნიშანია, რომ შინაგანი ორგანოების პრობლემები არ გაწუხებთ.

თუ კოვზზე დარჩა სუნი:

უსიამოვნო, ლპობის, მძაფრი – ფილტვების ან კუჭის პრობლემების ნიშანია.

ტკბილი – დიაბეტის შესაძლებლობაზე მიუთითებს.

ამიაკის სუნი – თირკმლების პრობლემები.

თუ კოვზზე დარჩა ლაქები ან ზოლები:

თეთრი ან ყვითელი ლაქები, რომელიც კოვზს თითქმის ფარავს – ფარისებრი ჯირკვლების დისფუნქციის და გაუმართაობის ნიშანია.

იისფერი ლაქები – ბრონქიტი, ცუდი სისხლის მიმოქცევა, ქოლესტერინის მაღალი დონე.

თეთრი – რესპირატორული ინფექციის არსებობა.

ნარინჯისფერი – თირკმლის დაავადება.

იმის მიუხედავად, რომ ტესტი მუშაობს, ექიმთან ვიზიტს ვერ ჩაანაცვლებს. გახსოვდეთ, რომ მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია დაავადებების განსაზღვრა და სწორი მკურნალობის დროულად დანიშვნა.

სწორედ ამიტომ, მკურნალ ექიმს რეგულარულად მიმართეთ და თუ თავს ცუდად გრძნობთ, აუცილებლად და სასწრაფოდ კლინიკას ეწვიეთ.