ირანს, თავდაცვის გარდა, სხვა არჩევანი არ აქვს - ირანის პრეზიდენტი
1772644684
ყველა ასეთი განცხადება, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ The Hill-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე საუბრისას, რომელიც სრულად ავტორის მოსაზრებებს ეფუძნება და მას ეკა გიგაური აზიარებს.
შალამბერიძის თქმით, ერთ-ერთი არგუმენტი, რაც ამ სტიაშია მოყვანილი, არის ის, რომ ერთი და იმავე მისამართზე რამდენიმე კომპანიაა დარეგისტრირებული.
„მე მოვუწოდებდი ქალბატონ ეკა გიგაურს, რომ თავის დოკუმენტაციას ჩახედოს, სადაა რეგისტრირებული მისი არასამთავრობო ორგანიზაცია და რამდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა მასთან ერთად იმ საქათმეში დარეგისტრირებული, რომელიც ესტონეთში, ტალინში მდებარეობს.
იგივე წარმატებით შეიძლება, ესტონეთს გაუჩნდეს ეჭვი, რომ ეს ადამიანები რაღაც გარკვეული სანქციების არიდებისთვის დარეგისტრირდნენ იმ კონკრეტულ მისამართზე. ყველა ასეთი განცხადება, რომელიც გამოქვეყნდა - განსაკუთრებით, იმ ტურბულენტურ გარემოში, რომელშიც დღევანდელ დღეს ვიმყოფებით, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს გამყარებული ძალიან მყარი არგუმენტებით და ფაქტებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოვუწოდებ, მსგავსი განცხადებებისგან თავი შეიკავოს“, - განაცხადა შალამბერიძემ.
The Hill-ში გამოქვეყნდა სტატია - „საქართველო ირანისთვის სანქციებისთვის თავის არიდების ცენტრად იქცევა“, რომელშიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად, საქართველოს მიმართ მორიგი შეტევა და უსაფუძვლო ბრალდებებია.
ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, 2025 წელს ირანთან იმპორტი მთელი იმპორტის 1.36% იყო, ირანში ექსპორტი კი მთელი ექსპორტის 0.35%.