ზურაბ ქადაგიძე: სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი გაიწვიოს. ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს, არის სრულად გაბანძებული აგენტურის მხარდაჭერა და მისი სახის ოდნავ მაინც შენარჩუნება

ზურაბ ქადაგიძე

 სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი გაიწვიოს. როგორ წარმოგიდგენიათ, სანქციებს გიწესებთო - ამ ნათქვამზე ხელისუფლება გამოსულიყო და ეთქვა, კარგი, თუ სანქციებს გვიწესებთ, კანონს გავიწვევთო? ხომ უაზრო ლოგიკაა? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ქადაგიძის თქმით, ერთადერთი, რასაც შეიძლება აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება ემსახურებოდეს, არის სრულად გაბანძებული აგენტურის მხარდაჭერა და მისი სახის ოდნავ მაინც შენარჩუნება. „სახელმწიფო მდივნის გადაწყვეტილება არ არის მიმართული იმისკენ, რომ ქართულმა ოცნებამ კანონი გაიწვიოს. როგორ წარმოგიდგენიათ, სანქციებს გიწესებთო - ამ ნათქვამზე ხელისუფლება გამოსულიყო და ეთქვა, კარგი, თუ სანქციებს გვიწესებთ, კანონს გავიწვევთო? ხომ უაზრო ლოგიკაა? ერთადერთი, რასაც ეს გადაწყვეტილება შეიძლება ემსახურებოდეს, არის სრულად გაბანძებული აგენტურის მხარდაჭერა და მისი სახის ოდნავ მაინც შენარჩუნება“, - წერს ქადაგიძე.