1718914929
კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
![თბილისის საქალაქო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლო](https://primetime.ge/uploads/files/2024/02/04/78516/tbilisis-saqalaqo-sasamartlo_w_h.jpeg)
თბილისის საქალაქო სასამართლომ კუკიის დასახლებაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატებმა დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვეს, თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარემ სხდომაზე იმ მტკიცებულებებზე ისაუბრა, რომელიც საქმეში დევს, მათ შორის - თვითმხილველების ჩვენებებზე.
საქმე ეხება, 13 ივნისს, თბილისში, მომხდარ დანაშაულს. ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკებისას, დაზარალებულს, სხეულის სხვადასხვა არეში, დანით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შედეგად, დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.