ინგლისმა სერბეთი 1:0 დაამარცხა

ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, C ჯგუფში ინგლისმა სერბეთი 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ინგლისი უკეთ თამაშობდა და ბელინგემმა დააწინაურა. შესვენების შემდეგ სერბებმა დიდი ძალებით შეუტიეს, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს და მარცხი განიცადეს.

მომდევნო ტურში, 20 ივნისს, სერბეთი სლოვენიას, ინგლისი კი დანიას დაუპირისპირდება.