ბალდის კანიონში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

პროცესი ზუგდიდის სასამართლოში

სენაკის რაიონულ სასამართლოში ბალდის კანიონში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე დაკავებული ინდიკო ბჟალავას სასამართლო პროცესი გაიმართა.

მას მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ინდიკო ბჟალავას მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე სასამართლოს საქმის პროკურორმა თეიმურაზ ჯალაღონიამ მიმართა. 

დაცვის მხარე პროკურატურის მოთხოვნას არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ი.ბ. მუქარის ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს, ბრალდებული ი.ბ. მარტვილის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 1983 წელს დაბადებულ ს.შ.-ს, მათ შორის არსებული კონფლიქტის ნიადაგზე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მუქარას გულისხმობს.სასამართლო სხდომა 25 ივლისს ჩატარდება.