“თვალებს ვერ ვაშორებ ისეთი ლამაზია” - რა ახალი ინფორმაცია ვრცელდება თურქეთიდან მარიამზე
1742533801
"ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„რომან გოცირიძე, ჩვენი ,,კუპონა“ ტყუილებში აიჭრა:
• ჯერ ამბობდა სებს საცავი არ უვარგაო - ახლა აღმოჩნდა რომ ყველაზე დაცული საცავი აქვს...
• სებმა რეზერვები გაყიდა - არ უნდა გაეყიდაო...
• სებმა რეზერვები იყიდა - რატომ იყიდაო...
• ლარის კურსი მყარდება - არ უნდა გამყარდეს ეს სების მანიპულაციააო...
• ლარი უფასურდება - არ უნდა გაუფასურდეს ეს სების ბრალიაო...
• სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა - არ უნდა შეემცირებინაო...
• სებმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად დატოვა - უნდა გაეზარდაო...
კიდევ კარგი, საბედნიეროდ, სები და სრულიად ერი რომანას ჭკუაზე არ დადის, თორემ ხომ დავიღუპებოდით? ისევ, საკუთარი თავი გამოიძახო ჯობია შაბათ-კვირას სამსახურში და ზე-განაკვეთურები გამოიწერო, დღემდე ლეგენდები რომ დადის ეროვნულ ბანკში
P.S. კიდევ ის მოჰყევი, ნიკო ნიკოლაძის უკვე დაბეჭდილი კუპიურა როგორ გადაგახია თავზე სააკაშვილმა. მოკლედ, 200-იან ბანკნოტზე ნიკოლაძე დააბეჭდვინა გოცირიძემ. (ნიკოლაძის შთამომავლობით ზურაბიშვილი ყელყელაობდა მაშინ) ჰო და - იმ პერიოდს დაემთხვა, სალომე ზურაბიშვილი რომ გადადგა მინისტრობიდან და ამაზე გამწარებულმა სააკაშვილმა გული რომან გოცირიძეზე იყარა - დაიბარა თავისთან და ახალი დაბეჭდილი 200 ლარიანი კუპიურა სულ "პიქსელპიქსელ" გადააყლაპა“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.