ზურაბ პატარაძე: აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბაქოში

ზურაბ პატარაძე პრემიერის ვიზიტზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში

მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ბაქოში. დაგეგმილია მთელი რიგი შეხვედრები, - განაცხადა აზერბაიჯანში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებასა და გაძლიერებას.

„აზერბაიჯანი საქართველოსთვის სტრატეგიული მეგობარი ქვეყანაა. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ წლის დასაწყისშივე იმართება პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის ქალაქ ბაქოში. დაგეგმილია მთელი რიგი შეხვედრები. მათ შორის აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. განხილული იქნება ორმხრივი ურთიერთობების მთელი სპექტრი - საკითხები როგორც პოლიტიკურ ჭრილში, ასევე სავაჭრო ეკონომიკური მიმართულებით. კულტურულ-ჰუმანიტარული საკითხები.

ვფიქრობ, აღნიშნული შეხვედრები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღვივებას, გაძლიერებასა და რა თქმა უნდა, ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, - განაცხადა ელჩმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში მაკა ბოჭორიშვილის 2-დღიანი პირველი ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დღეს იწყება.