1746114393
ჭიათურაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ჭიათურაში ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებული მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე პატიმრობაში დატოვა.
მომდევნო პროცესი 19 ივნისს გაიმართება.
შემთხვევა ჭიათურაში მაღაროსთან 28 აპრილს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, 4 პირი შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკურად დაუპირისპირდა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს