კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპის პოლიტიკას ქაოსური უწოდა

კამალა ჰარისი

ამერიკის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და 2024 წლის არჩევნებში დემოკრატთა საპრეზიდენტო კანდიდატმა კამალა ჰარისმა დამარცხების შემდეგ პირველ საჯარო გამოსვლაში ტრამპის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეზე ისაუბრა. მან თეთრი სახლის მოქმედი ლიდერის პოლიტიკას ქაოსური უწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის ქმედებების გამო, ქვეყანას რეცესია ემუქრება.

როგორც ჰარისმა აღნიშნა, ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებით ხელოვნური ეკონომიკური კრიზისი შექმნა. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების შტოთა ბალანსის სისტემა დაირღვევა, შეერთებულ შტატებს საკონსტიტუციო კრიზისი ელის.