იაპონიაში, გველის გამო, ჩქაროსნული მატარებლების მოძრაობა დროებით შეჩერდა
1746207131
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროსთვის, შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%.
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის თხოვნით, პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები: პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი, განახლებული სახით, ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება.
ამ დროისათვის, ქუთაისის ცენტრალურ პარკში უკვე დასრულებულია: წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავი სისტემის მოწყობა, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახალის მოწყობა, ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე, პარკის ქვედა ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა - "ვარდების ხეივანი".
ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.