1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით, - ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება".
"თავმჯდომარეობის საკითხს რომ დავუბრუნდე, შევწყვიტე ფიქრი - არ არის ახლა ირონიის დრო, მაგრამ ვიტყვი, შევწყვიტე ფიქრი, დაწყნარდით. არავის სკამს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ ვისაც გინდათ ლიდერობა, ერთმანეთს დაურეკეთ და ერთად დაენახეთ ხვალ ხალხს. აჩვენეთ, რომ პარტია არ გაიხლიჩება. არჩევნები როგორც არ უნდა დამთავრდეს, გამარჯვებული - დამარცხებულს და დამარცხებული - გამარჯვებულს, გაუწვდის ხელს," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.