ზელენსკის განცხადებით, მას მოსკოვში მოლაპარაკებებზე ჩასვლა გაუჭირდება, რადგან ახლა იქ უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს

ზელენსკი ტრამპის შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ლიდერთან დონალდ ტრამპთან ანკარაში მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, რომ მას მოსკოვში ჩასვლა გაუჭირდება, რადგან ახლა იქ უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა ზელენსკის ჰკითხა, სურს თუ არა მას რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებზე ჩასვლა, რაზეც უკრაინის ლიდერმა ირონიულად აღნიშნა, რომ გაუჭირდება, რადგან მოსკოვის თავზე ახლა უამრავი უკრაინული დრონი დაფრინავს.

„ეს სახიფათოა“, - დაამატა ზელენსკიმ.

ზელენსკის აღნიშნულ განცხადებაზე დარბაზში მყოფმა ადამიანებმა სიცილი დაიწყეს.