ზაალ ანჯაფარიძე ბაჩო ახალაიაზე: ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა, თან ცოლის IP -ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, თენგო გოგოტიშვილთან ბაჩო ახალაიას 9 ოქტომბრის ინტერვიუს ეხმიანება, რომელშიც, კითხვაზე, გეგმავდა თუ არა იგი 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას, ახალაიამ შემდეგნაირად უპასუხა: „ეგ ხალხი რასაც აკეთებდა, იმ საქმეში მე არ ვმონაწილეობ".

ანჯაფარიძის შეფასებით, ახალაიას მაინც დანაშაულის აღიარება გამოუვიდა.

„ასეა თუ ისე, აღიარება გამოუვიდა. თან ცოლის IP -ით სარგებლობდა და ეგონა ვერ მიაკვლევდნენ?!" - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.

4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ „დანაშაულებრივ მოვლენებს ხელმძღვანელობდა და მთავარი ორგანიზატორი იყო ბაჩო ახალაია“. მათივე განმარტებით, ახალაიას მხრიდან სხვადასხვა პირთან კომუნიკაცია, მეუღლის, ანნა ნადარეიშვილის სახელზე რეგისტრირებული აიპი მისამართის საშუალებით ხორციელდებოდა.