რაზე მიუთითებს ხორცის ხარშვის დროს ქაფი და უნდა მოვაშოროთ თუ არა იგი - სპეციალისტის რჩევა
1766681310
ყველაფერი იყო კოორდინირებული, ორგანიზებული და ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი იმ ადამიანის ხელით ცდილობდა საქართველოში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობას, რომელმაც საქართველოში მწამებლური სისტემა შექმნა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ვატო შაქარიშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებსა და ბაჩო ახალაიას საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, აღნიშნული სტრასბურგის სასამართლოს განაჩენებითაა დამტკიცებული, რომ ახალაია პატიმრებს აწამებდა და იყო ჯალათი.
„აქ იკვეთება პირდაპირი კავშირი ჯალათსა და ევროკავშირის დღევანდელ ბიუროკრატიას შორის. ევროკავშირი დღეს არის ის ორგანიზაცია, ის სტრუქტურა, რომელიც ყველანაირი აკრძალული მეთოდით ცდილობს, საქართველო დააბრუნოს ბნელ წარსულში, იმ წარსულში, სადაც ბაჩო ახალაია ადამიანებს აწამებდა; სადაც მეგის ქარდავა, ხოხტა კოდუა და ის ყავარჯნებიანი კაციც - ცნობილი სამეგრელოს საწამებელი ჯურღმულებიდან, იყვნენ ქვეყნის სათავეში და ასეთი სისტემა იყო.
ის, რომ საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დააჯერეს, რომ ევროკავშირი არის საქართველოს უკეთესი ხვალინდელი დღე და უკეთესი მომავალი, რეალობა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ევროკავშირი საკუთარი ქმედებებით და ამ ადამიანების, ჯალათების ხელით ცდილობს, საქართველოს წარსულში დაბრუნებას“, - განაცხადა შაქარიშვილმა.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა აღნიშნული ძალები ერთხელ უკვე ხელისუფლებიდან გაისტუმრა და არ დაუშვებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ.