პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"მისაღებია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სამძიმრის სათქმელად პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩავიდეს ბუჩაში და ეს გაუგებრობა დაასრულოს", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
"იმ შემთხვევაში, თუ შეთავაზება არსებობს ხელისუფლების მხრიდან, რომ ყველამ მიიღოს მონაწილეობა დელეგაციაში და ვიღაც გადაწყვეტს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს, ეს არ იქნება ჩვენთვის ხელშემშლელი, რომ მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენი გუშინდელი გადაწყვეტილება იმან განაპირობა, რომ შეთავაზება არსებობდა რამდენიმე ოპოზიციური პარტიის და არა ყველას მიმართ. მისაღებია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი სამძიმრის სათქმელად პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ჩავიდეს ბუჩაში და ეს გაუგებრობა დაასრულოს. მე მინდა და ყველაფერს ვიზამ შევთანხმდე ისე, რომ მოვახერხო წასვლა, თუმცა თუ ერთი ადამიანი გაემგზავრება, ჩვენგან გამგზავრება ვახო მეგრელიშვილი", - განაცხადა ხვიჩიამ.