„დეკრიმინალიზაცია ჩემი ინიციატივა იყო 1974 წლიდან, იაგო ხვიჩიამ კი არ მირჩია მხარი დამეჭირა“ - ლადო კახაძე მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციაზე

ლადო კახაძე

დეკრიმინალიზაცია ჩემი ინიციატივა იყო 1974 წლიდან, იაგო ხვიჩიამ კი არ მირჩია მხარი დამეჭირა ამ ინიციატივისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ გადაცემაში „ჩაი“ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის თემასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ნარკომანების ციხეში დაჭერა არ შეიძლება-მეთქი. სამედიცინო ინსტიტუტის კონფერენცია იქნებოდა თუ სამედიცინო შეხვედრები, ყველგან ვაფიქსირებდი. ეს ახალი არ არის ჩემთვის. ადამიანის დასჯა კი არა, მკურნალობაა საჭირო და იმ გზის მოძებნა, როგორ ავირიდოთ ეს უბედურება“, - განაცხადა კახაძემ.