ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა ყველა კანდიდატს გამარჯვება მიულოცა.

"ყველას მინდა მოგილოცოთ და მადლობა გადაგიხადოთ. რა თქმა უნდა, რომ არა ჩვენი ერთად დგომა, ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ვერ შედგებოდა. ჩვენ ყველას ვპირდებოდით, რომ დიდი უპირატესობით მოვიგებდით, თუმცა ასეთი ხმამაღალი დაპირებაც მგონი, გადაჭარბებით შევასრულეთ. ეს ძალიან კარგია. ჩვენი, ზუსტად ასეთი დამაჯერებელი გამარჯვება სჭირდება იმას, რომ ქვეყანა განვითარდეს შეუქცევადად, განვითარდეს სტაბილურად. ყველა კანდიდატს მინდა მივულოცო, უამრავი კანდიდატი იყო ჩართული ამ საარჩევნო პროცესში, პირველ რიგში მინდა მივულოცო ჩვენს მთავარ კანდიდატს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, კახა კალაძეს. რომელმაც მესამედ მოიპოვა ძალიან შთამბეჭდავი გამარჯვება და ეს ყველაფერი არის იმ უამრავი საქმის დამსახურება, რაც აქვს გაკეთებული. ასევე, მინდა თითოეულ მერობის კანდიდატს, უკვე არჩეულ მერს მივულოცო არჩევა და დარწმუნებული ვარ, მათი ხელმძღვანელობით თითოეული მუნიციპალიტეტი განვითარდება და წინ წავა ძალიან სწრაფი ტემპებით. საკრებულოს წევრებს, ყველას მინდა მივულოცო, მინდა მადლობა გადავუხადო განსაკუთრებით ჩვენი შტაბის წევრებს, შტაბის ხელმძღვანელობას, ადგილობრივი შტაბების ხელმძღვანელებს. დაუღალავი შრომის შედეგიც არის ყველაფერთან ერთად, ის შედეგი, რომელიც დღეს დადგა. რაც მთავარია, მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ რაც გვაქვს დღეს, ჩვენს ქვეყანას - მშვიდობა, წინსვლა, განვითარება, ეს ყველაფერი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას ყველაფრისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.