„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
პასუხი გაგვეცით, რატომ ვართ გამოსული აქ, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სანდრო ბაგათელიამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველას აინტერესებს, რა გეგმა არსებობს დღეს და რისთვის არიან შეკრებილნი აქციის მონაწილეები.
„ეგრე არ გამოვა. აქ ხალხი გამოგვიყვანეს იმ მიზნით, რომ რაღაც უკეთესი შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში. აქ ვინც დგას, არცერთი არ ვართ სახედარი, რომ იქით-აქეთ გვასეირნონ. როგორც ქვევით ვკითხულობდი, ქვევით ხალხს ვუსმენდი, ყველას აინტერესებს, დღევანდელ დღეს რას ვშვრებით ჩვენ, რატომ გამოვედით. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც საკუთარ სახელს დამალავს, სანდრო ვარ ბაგათელია, ვეტერინარი ადამიანი. ხოდა, ჩემი სათქმელი რაც არის, ჩვენი სათქმელი რაც არის, პასუხი გაგვეცით, რატომ ვართ გამოსული აქ“, – განაცხადა სანდრო ბაგათელიამ.
სანდრო ბაგათელიას სიტყვებს მიკროფონთან ახლოს მდგარი აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან პროტესტი მოჰყვა და მისთვის მიკროფონის ჩამორთმევაც სცადეს.