„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე თბილისში, ათონელის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს.
კალაძემ აქციის მონაწილეებისადმი პაატა ბურჭულაძისა და მურთაზ ზოდელავას მოწოდებების შეფასებისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ქმედებებს შესაბამისი რეაგირება მოჰყვება და კანონის ფარგლებში, ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი.
„ეს არის პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. პირდაპირ აღსრულების მცდელობა და აღსრულება. ფაქტობრივად, იჭრებოდნენ პრეზიდენტის სასახლეში და რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე იქნება გამოვლენილი. ასევე, იმ პირების ქმედებებს, ვინც ამისკენ მოუწოდებდნენ იქ შეკრებილ ადამიანებს, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება და კანონის ფარგლებში, ყველას მაქსიმალურად გაეცემა პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.