„სიტყვები უძლურია, უფალს ებარებოდეს ლადოს სული...“ - ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
1759607494
ქვეყანაში რევოლუციური პროცესი, დიდი რევოლუცია დაიწყო, რომელსაც სჭირდება რამდენიმედღიანი ბრძოლა, შერკინება და რევოლუცია გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა.
მისი თქმით, რევოლუციის გამარჯვებისთვის საჭიროა, ქუჩაში მეტი ხალხი გავიდეს, სხვა რეცეპტი არ არსებობს.
„მეგობრებო, დღეს ქვეყანაში დაიწყო რევოლუციური პროცესი, დღეს დაიწყო დიდი რევოლუცია. რევოლუცია არ არსებობს ორ და სამსაათიანი, ეს არის პროცესი, რომელსაც სჭირდება რამდენიმედღიანი ბრძოლა, შერკინება და რევოლუცია გაიმარჯვებს. მთავარია, რაც მოხდა დღეს, ეს არის ამ პროცესის დასაწყისი, დაწყება და რომელსაც სჭირდება დგომა ხვალ, ზეგ. მეტნი უნდა გამოვიდეთ, უნდა დავდგეთ და გავიმარჯებთ. არ დავნებდეთ. ქვეყანაში დაწყებულია რევოლუციური პროცესი და ამას უნდა ბოლომდე მიყოლა. მე პირადად ვარ მზად, დავჯდე კიდევაც, საკუთარი, მზად ვარ ციხეშიც ვიჯდე, მაგრამ ეს პროცესი ბოლომდეა მისაყვანი, რევოლუციამ უნდა გაიმარჯვოს. დღეს, 4 ოქტომბერს, დაიწყო დიდი რევოლუცია, რომელსაც სჭირდება შერკინება, დგომა, ურთიერთგამაგრება და ჩვენ გავიმარჯვებ. რაც შეიძლება დიდხანს უნდა ვიდგეთ, ხვალ უნდა გამოვიდეთ უფრო მეტნი, სხვა რეცეპტი არ არსებობს, სხვანაირად არ გამოვა. ეს არის ხანგრძლივი ბრძოლა“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.