ვულოცავ ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს - საერთაშორისო დამკვირვებელი ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი

ეჩებარია

საერთაშორისო დამკვირვებელი ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგი ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს ულოცავს.

„გუშინდელი არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ და გამჭვირვალე გარემოში. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ხმა მიეცათ თავისუფლად და შეუფერხებლად. ვულოცავ ქართველ ხალხს დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს”, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.