ვოლსკი: ჰერჩინსკის განცხადება ნაკარნახევია მსოფლიოში შექმნილი პოლიტიკური კონიუნქტურით, აღარც არავინ მალავს, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში გადაუდებელია, რასაც ვერ მიაღწიეს „ქართული ოცნების“ პირობებში

გიორგი ვოლსკი

ჰერჩინსკის განცხადება ნაკარნახევია მსოფლიოშია შექმნილი გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურით და აღარც არავინ მალავს, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში გადაუდებელია, რასაც ვერ მიაღწიეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, - ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.

გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ევროკომისიის ნოემბრის განახლებულ ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია, რომ ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2026 და 2027 წლებში 5–5.5%-მდე შენელდება.

„კვლევებიც გვიდასტურებს, რომ კეთილსაიმედოობა მთავრობის, ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო, საკანონმდებლო სისტემა, ზოგადად გამჭვირვალობა, მართვის სისტემა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის სწორედ იმ მაჩვენებელს, რასაც ჰქვია ეკონომიკის ზრდა.

რაც შეეხება ჰერჩინსკის განცხადებას, ნაკარნახევია გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურით, რომელიც მსოფლიოშია შექმნილი და აღარც არავინ მალავს, რომ საქართველოს მონაწილეობა ამ ბრუტალურ დაპირისპირებაში არის გადაუდებელი რამ, რასაც ვერ მიაღწიეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

ანუ, კვლევები, რომლებიც დაფუძნებულია ციფრებზე, დაფუძნებულია ძალიან ბევრი ექსპერტის მონაცემსა და ანალიზზე, არის რეალური. ამას ვერ გადააკეთებ, ვერსად ვერ გაექცევი. არის კიდევ აღქმის ინდექსი, რითაც ალბათ უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ევროპის ამ ბიუროკრატიული სტრუქტურების შეფასებებს ვუსმენთ და ვუყურებთ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.