მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1763461533
გაეროს უშიშროების საბჭომ ღაზის სექტორთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დოკუმენტს მხარი 14-მა ქვეყანამ დაუჭირა, რუსეთმა და ჩინეთმა კი თავი შეიკავეს. რეზოლუციის მიხედვით, წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ე.წ. „სამშვიდობო საბჭოში“, რომელიც ღაზის რეკონსტრუქციასა და ეკონომიკურ აღდგენას გაუწევს ზედამხედველობას და საერთაშორისო ძალების განლაგებას დაამტკიცებს, რაც ღაზის დემილიტარიზაციის პროცესს და სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურებას უზრუნველყოფს.
გაეროში რუსეთისა და ჩინეთის ელჩების განცხადებით, რეზოლუცია ღაზის მომავალში ორგანიზაციის მკაფიო როლს არ ასახავს.