მარტა ბარამიძე სიცოცხლისთვის იბრძვის - მას საზოგადოების დახმარება სჭირდება
1763461533
კუჭ-ნაწლავის სისტემა მხოლოდ საჭმლის მონელებაზე არ არის პასუხისმგებელი – მას ადამიანის მეორე ტვინსაც უწოდებენ, რადგან ის გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიაზე, განწყობასა და იმუნიტეტზეც კი. როდესაც ნაწლავების მიკროფლორის ბალანსი ირღვევა, ორგანიზმი გვიგზავნის სიგნალებს მონელების პრობლემების, დისკომფორტის, დაღლილობის ან იმუნიტეტის შესუსტების ფორმით. სწორედ ამიტომ, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიჯანსაღე გადამწყვეტია ჩვენი ზოგადი ჯანმრთელობისთვის.
სტატიაში გაგაცნობთ პროლაიფი ფორტეს – თანამედროვე პრობიოტიკს, რომელიც შექმნილია ნაწლავის ბაქტერიული ფლორის ბუნებრივი ბალანსის აღსადგენად და შესანარჩუნებლად.
ნაწლავების მიკროფლორა, როგორც ზოგადი ჯანმრთელობის საფუძველი
ნაწლავებში ბინადრობს ტრილიონობით მიკროორგანიზმი, რომლებიც უზრუნველყოფს საკვების მონელებას, ვიტამინების სინთეზს და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობას. ანტიბიოტიკების რეგულარული მოხმარების, სტრესის ან არასრულფასოვანი კვების დროს, შესაძლოა, მათი ბალანსი მარტივად დაირღვეს, რის შედეგადაც ორგანიზმი კარგავს ბუნებრივი თავდაცვის უნარს.
პროლაიფი ფორტე მიკროფლორის დარღვეული ბალანსის აღდგენაში სანდო პარტნიორობას გაგიწევთ, რადგან ის შეიცავს 10 პრობიოტიკურ შტამსა და პრებიოტიკების უნიკალურ კომბინაციას. ამ კომპონენტების დახმარებით შესაძლებელია მიკროფლორის გაჯანსაღება, რაც პირდაპირ აისახება ნაწლავების ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
რატომ არის პროლაიფი ფორტე განსაკუთრებული?
მედიკამენტი ერთ-ერთი წამყვანი იტალიური მწარმოებლის, Zeta Farmaceutici-ს პროდუქტია, რომელიც უნიკალური ტექნოლოგიით – „მშრალი შევსების პროცესი +3 ფაზა“ მზადდება. მისი დამსახურებით პრეპარატში სრულად არის შენარჩუნებული ცოცხალი ბაქტერიების კონცენტრაცია. აღსანიშნავია, რომ ერთი ფლაკონი შეიცავს 10 მილიარდ ცოცხალ უჯრედს, რაც პროლაიფი ფორტეს სხვა მსგავსი მედიკამენტებისგან გამოარჩევს. გარდა ამისა, პროდუქტი გამდიდრებულია B ჯგუფის ვიტამინებით, რომლებიც დიარეით გამოწვეულ ნივთიერებათა დეფიციტს აღადგენს და უჯრედთა მეტაბოლიზმს აძლიერებს.
როგორ მოქმედებს მედიკამენტი და როდის უნდა მივიღოთ ის?
პროლაიფი ფორტეს კომპონენტები, სინერგიული მოქმედების წყალობით, არა მხოლოდ საჭმლის მონელების დარღვევების მკურნალობას უზრუნველყოფს, არამედ აღადგენს ნაწლავის თავდაცვის უნარსაც. 10 პრობიოტიკური შტამის კომბინაცია ხელს უწყობს სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას და ბალანსის აღდგენას. პრებიოტიკები, კონკრეტულად კი, გლუკოოლიგოსაქარიდები ქმნიან ხელსაყრელ გარემოს ამ ბაქტერიებისთვის, ხოლო B ვიტამინები მონაწილეობს უჯრედთა რეგენერაციაში, ამცირებს დაღლილობას და აძლიერებს იმუნურ სისტემას.
ზოგიერთ შემთხვევაში ნაწლავების მიკროფლორა განსაკუთრებით დაუცველია. მაგალითად:
● ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ – ამ ტიპის პრეპარატები მოქმედების სიძლიერით გამოირჩევა, რის გამოც ისინი ხშირად აზიანებს ნაწლავების მიკროფლორას.
● მოგზაურობისას – კლიმატისა და კვების ცვლილება ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიკროფლორის ბალანსზე.
● სტრესულ პერიოდში – სტრესი პირდაპირ ზემოქმედებს ნაწლავის მუშაობაზე.
● საჭმლის მონელების დარღვევებისას – ყაბზობა, მეტეორიზმი ან დიარეა ხშირად მიკროფლორის დისბალანსის შედეგია.
● დაქვეითებული იმუნიტეტისას – იმუნური უჯრედების დიდი ნაწილი ნაწლავებში გამომუშავდება, ამიტომ იმუნიტეტი და ნაწლავების სიჯანსაღე პირდაპირ არის ერთმანეთთან დაკავშირებული.
ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ყველა შემთხვევაში პროლაიფი ფორტე შეუცვლელი დამხმარეა, რადგან მისი სწრაფი მოქმედებისა და ეფექტიანობის დამსახურებით, ამ პრობლემათა მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრი პრობიოტიკის ეფექტი სუსტდება შენახვის დროს ან მიღების პროცესში. პროლაიფი ფორტეს შემთხვევაში კი გამოყენებულია შეფუთვის სპეციალური ტექნოლოგია, რათა მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობა.
პროლაიფი ფორტე მიიღება საკვების შემდეგ. ზრდასრულების რეკომენდებული დოზაა 1-2 ფლაკონი დღეში, ბავშვებისთვის კი დასაშვებია 1 ფლაკონი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ მედიკამენტით მკურნალობის მინიმალური კურსი 7 დღეს შეადგენს. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი უფრო ხანგრძლივად მიღება, რაც განისაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
სად შეიძენთ პროლაიფი ფორტეს?
მედიკამენტის ოფიციალური შემომტანი საქართველოში „სმარტფარმია“, რომელიც 10 წელზე მეტია, ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის, ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული პრეპარატებით ამარაგებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმასაც, რითაც საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ მედიკამენტები პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.
გაეცანით მეტ დეტალს თანამედროვე პრობიოტიკის შესახებ და შეიძინეთ პროლაიფი ფორტე ონლაინ მარტივად.