ვლადიმერ ბოჟაძე: სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ გვაიძულებდნენ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თავად ვაჭრობენ რუსეთთან

vladimer bojadze

სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენ გვაიძულებდნენ ორმხრივი სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, თავად ვაჭრობენ რუსეთთან, - განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელსაც უნდა დაესუსტებინა საქართველო.

„ეს არის იმ სცენარის ნაწილი, რომელსაც უნდა დაესუსტებინა ჩვენი ქვეყანა, გახსნილიყო მეორე ფრონტი, რომ როგორმე ქვეყანაში ხელისუფლება შეცვლილიყო და მოსულიყო ისეთი ხელისუფლება, რომელიც ბრიუსელის ყველა დავალებას უპირობოდ შეასრულებდა“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოჟაძემ.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაცია სქემას აქვეყნებს, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, სანქციების მიუხედავად, რუსეთს ღვინოს რეექსპორტით აწვდიან. ლატვია ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, სამხრეთ აფრიკისა და ესპანეთისგან, ხოლო ამის შემდეგ აღნიშნულ პროდუქციას აწვდის რუსეთს.

ანალოგიური სქემით მუშაობს პოლონეთიც. პოლონეთი ღვინოს ყიდულობს საფრანგეთისგან, გერმანიისგან, ესპანეთისა და პორტუგალიისგან, ხოლო შემდეგ რუსეთზე ჰყიდის.

✕