გორში, მანქანა ქვეითს დაეჯახა - დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს

პოლიცია ლენტა

გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა. შემთხვევა სტალინის გამზირზე მოხდა. დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ქართლის ამბები“ წერს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

✕